ცენტრალური პლატოს რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
ცენტრალური პლატოს რეგიონი ფრანგ. Plateau-Central | |
ქვეყანა | ბურკინა-ფასო |
ადმ. ცენტრი | Ziniaré Department |
შიდა დაყოფა | Ganzourgou Province, Kourwéogo Province და Oubritenga Province |
კოორდინატები | 12°25′00″ ჩ. გ. 1°00′00″ დ. გ. / 12.41667° ჩ. გ. 1.00000° დ. გ. |
ფართობი | 8544 კმ² |
მოსახლეობა | 693 137 კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 84,13 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+0]] |
ცენტრალური პლატოს რეგიონი (ფრანგ. Plateau-Central) — რეგიონი ბურკინა-ფასოს ჩრდილო-დასავლეთში.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ზინიარი.
- ფართობი — 8544 კმ², მოსახლეობა — 693 137 ადამიანი (2006 წელი).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჩრდილო-ცენტრალური რეგიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — აღმოსავლეთ-ცენტრალური და სამხრეთ-ცენტრალური რეგიონები, სამხრეთ-დასავლეთიდან — ცენტრალური რეგიონი, აღმოსავლეთიდან — დასავლეთ-ცენტრალური რეგიონი, ჩრდილო-დასავლეთიდან — ჩრდილოეთი რეგიონი.
გეოგრაფიულად რეგიონი მოიცავს ბურკინა-ფასოს ცენტრში მდებარე ცენტრალური პლატოს ზეგანს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონის მოსახლეობა ძირითადად შედგება მოსის ხალხისაგან. ადგილობრივი მაცხოვრებლების უმრავლესობის რელიგიაა — ისლამი.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 3 პროვინციად:
პროვინცია | ადმ. ცენტრი | მოსახლეობა, ად. (2006 წელი)[1] |
---|---|---|
განზურგუ | ზორგო | 319 830 |
კურვეოგო | ბუსე | 136 017 |
უბრიტენგა | ზინიარი | 237 290 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონის მოსახლეობის მთავარი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონში კულტურულ ფასეულობებს წარმოადგენენ ლაონგოს სკულპტურების პარკი და ეროვნული მანეგას მუზეუმი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ National 2006 census preliminary results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-21. ციტირების თარიღი: 2017-10-01.